საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ყატარის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია. დელეგაციას ხელმძღვანელობს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი საუდ აბდულა მაჰმუდი.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს შსს-ს აკადემიის გამოცდილების გაზიარება სამართალდამცავ სფეროში განათლებისა და ტრენინგების კუთხით. ყატარის დელეგაციას ასევე სურს მიიღოს ინფორმაცია საქართველოს საპატრულო პოლიციის საქმიანობისა და პატრულირების ორგანიზების შესახებ. გარდა ამისა, ყატარის მხარის ინტერესის სფეროს წარმოადგენს გამოცდილების გაზიარება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და სსიპ საქართველოს შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებთან შეხვედრა.
ყატარის სახელმწიფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი 21 სექტემბერს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები