შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის კონვენციური სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, ფოთის პორტის მე-5 ნავმისადგომთან, ზღვის დაბინძურების ფაქტზე, (ფეკალური მასის ზღვაში ჩაღვრა) მოლდავეთის დროშით მცურავი გემი "UNIWIND"-ი დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტნის, სირიის მოქალაქის, მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილით და ბიუჯეტის სასარგებლოდ შეეფარდა ჯარიმა 65 000 ლარის და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2640 ლარის ოდენობით, რომელიც მის მიერ იქნა უზრუნველყოფილი. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
მასალის გამოყენების პირობები