სასაზღვრო პოლიციის N2 სამმართველოს (ახალციხე) ტერიტორიაზე, N7 სასაზღვრო სექტორის (სულდა) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთის საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელმაც სასაზღვრო-საკონტროლო გამტარ პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი.
აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამმართლის საქმე საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 344-ე მუხლით.
მასალის გამოყენების პირობები