პროკურატურა ბაჩო ახალაიას საქმეზე პროკურორის შეცვლის მიზეზებს განმარტავს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ: ,,პროკურორ რეზო ნადოის სასამართლო პროცესებზე გამოუცხადებლობის ფაქტთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ უკანასკნელ პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პროკურორი რეზო ნადოი თავს შეუძლოდ გრძნობდა, რის გამოც ვერ დაესწრო 17 სექტემბერს ჩანიშნულ სხდომას.მიუხედავად აღნიშნულისა, 2013 წლის 18 სექტემბერს რეზო ნადოი გამოცხადდა სამსახურში, თუმცა კვლავ შეუძლოდ იგრძნო თავი, რის გამოც დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და დღეის მდგომარეობით, ექიმის რჩევით იმყოფება ბიულეტენზე.
პროკურორის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, სასამართლო განხილვების გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად, იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელზეც რეზო ნადოი მხარს უჭერდა სახელმწიფო ბრალდებას, ჩაერთო სხვა პროკურორი, რითაც უზრუნველყოფილ იქნება გონივრულ ვადებში სასამართლო განხილვის დასრულება", _ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.