კახეთში შვილმა 50 წლის მამა ნაჯახით მოკლა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში განუცხადეს, დანაშაულის ჩამდენი 30 წლის მამაკაცის დაკავება ცხელ კვალზე, მკვლელობიდან რამდენიმე საათში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამა-შვილს შორის უთანხმოება და დაპირისპირება მუდმივად არსებობდა და გუშინ წარმოქმნილი ერთ-ერთი ოჯახური კონფლიქტი ტრაგედიით დასრულდა.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმიბს.