ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის წინასასამართლო პროცესი დღეს განახლდება. საქმე ეხება ე.წ. ფიქტიურ დასაქმებებს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდება მტკიცებულებების ნუსხას წაიკითხვას, დაცვის მხარე კი შუამდგომლობით უნდა წარსდგეს და ვანო მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიებების შეცვლა მოითხოვოს.
„საქმეში ჩანს რომ ის აბსოლუტურად ხელოვნულად შეკერილი საქმეა. არანაირი ბრალდება სამართლებრივი თვალსაზრისით ვანო მერაბიშვილის ან ჩემს მიმართ არ იკვეთება. ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა და მიზნად აქვს ცალსახად, რომ ვანო მერაბიშვილი უბრალოდ ჩიხეში უნდა იჯდეს", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული კახეთის რეგიონში ზურაბ ჭიაბერაშვილი.