შარდენის ქუჩაზე, ბარ „იუნიკთან" ინციდენტი მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ახალგაზრდა ქალი. წინასწარი ინფორმაციით, სროლა ორ მამაკაცს შორის ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რის შემდეგაც ერთ-ერთ მათგანმა არამიზანმიმართულად ისროლა.
დაშავებულებს ტყვია რიკოშეტის შედეგად მოხვდათ. საჭირო გახდა ორივე მათგანის კლინიკაში გადაყვანა.
ამ დროისათვის გოგონა კლინიკიდან უკვე გაწერილია და დამაკმაყოფილებელია დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა.