საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაცია "დაიცავი საქართველოს" ლიდერი კახა მიქაია დააკავეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში განუცხადეს, მიქაიას დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდქსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო მოხდა, რაც სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, მიქაიას დაკავება ზუგდიდის ერთ-ერთ ქუჩაზე მის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე მომხდარი სამართლებივი გადაცდომის გამო მოხდა. იგი ქალაქის ცენტრში ყოფილი რევაზ ლაღიძის ქუჩისთვის სახელწოდების შეცვლას აპროტესტებდა და აღნიშნული ქუჩისთვის ძველი სახელის დაბრუნების მოთხოვნით ბრიფინგს მართავდა.