თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს თბილისის მერის გიგი უგულავას მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე 2006 წელს რიყის ტერიტორიის საკონკურსო წესით გასხვისებისა და აღნიშნული მიწის ნაკვეთის გაყიდვის კანონიერებასთან დაკავშირებით, ბრალდების მხარის 4 მოწმე დაიკითხა. შემდეგი პროცესი 16 ოქტომბერს 10 საათზე განახლდება.
,, ჯერჯერობით ის მოწმეებიც კი რომელიც პროკურატურის მიერაა წარმოდგენილი, ისინიც კი ამტკიცებენ იმას, რომ არანაირ კრიმინალთან საქმე არ გვაქვს. წინა სხდომაზე ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ პროკურატურა თურმე არა მხოლოდ რიყის ტერიტორიის გასხვისებას გვედავება, არამედ გამოსყიდვის ფაქტსაც. თუმცა ჩანს, რომ აქ არანაირი კრიმინალი არ არის, ეს არის სუფთა გამჭვირვალე პროცესი. ყველაფერი გამჭვირვალედ იყო ისევე როგორც ყველაფერი გამჭვირვალედ იქნება. მე ერთადერთი პრეტენზია რაც შეიძლება მქონდეს არის ის, რომ ეს ყველაფერი უგზო-უკვალოდ იწელება. შემდეგი სხდომა ერთ თვეში ჩაინიშნა. სამწუხარო და საგანგაშო ის არის, რომ ამ ყველაფერს ხელს პროკურატურა უწყობს. სასამართლო პროცესის გაწელვა ემსახურება ერთ რამეს უნდა ვიაროთ სასამართლოზე, დავიცვათ თავი რაც ჩემთვის როგორც პოლიტიკოსის რეპუტაციას ვნებს", _განაცახადა პროცესის დასრულების შემდეგ გიგი უგულავამ.
მისივე განმარტებით საქმის დასრულება სულ სამი პროცესის გამართვითაა შესაძლებელია, მაგრამ პროკურატურა ამას არ აკეთებს.