საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, სტაჟიორ პროკურორებს შეხვდა, მიულოცა დანიშვნა და წარმატებები უსურვა.
სტაჟიორების შერჩევა კონკურსის წესით განხორციელდა, კონკურსანტებმა ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტი, პროფესიული ტესტი (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და სისხლის სამართალი) ფსიქოლოგიური კითხვარი და გასაუბრება გაიარეს.
კონკურსის საფუძველზე შერჩეულმა სტაჟიორებმა გაიარეს საბაზისო გადამზადების კურსი იუსტიციის სასწავლო ცენტრში. გამოცდების წარმატების ჩაბარების შემდეგ კი ისინი სტაჟიორ პროკურორებად დაინიშნენ.