ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი ბრალდების გამოუცხადებლობის გამო გადაიდო. პროკურორი რეზო ნადოი 300 ლარით დაჯარიმდა. მოსამართლე ინფორმაციას მთავარ პროკურორს და ზემდგომ პროკურორს მიაწოდებს, რათა უზრუნველყოს შემდეგ სხდომაზე ბრალდების მხარის მონაწილეობა და ასევე დასაბუთდეს, უ რატომ არ გამოცხადდა დღევანდელ სხდომაზე პროკურატურა.
პროცესი 19 სექტემბერს 16:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ე.წ. ციხის ბუნტის პერიოდთან დაკავშირებულ ბრალდებაზე სასამართლო განხილვები დასასრულს უახლოვდება. დღევანდელ სხდომაზე მხარეებს დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოეთქვათ და მოსამართლეს განაჩენი უნდა გამოეტანა.