დღეს, 4 მარტს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე კიდევ ერთხელ იმსჯლებენ.
კომისიის თავმჯდომარის, შოთა მალშხიას განცხადებით, საუბარი ასევე კავკასიის რეგიონსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მიზნით ახალი მექანიზების შემუშავების საკითხსაც შეეხება.
"ოკუპირებულ ტერტორიებთან მიმართებაში აუცილებელია, როგორც უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება, ასევე სახალხო დიპლომატიის აღდგენა", - აღნიშნა მალაშხიამ.
მისივე თქმით, სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.