ტელეკომპანია ,,მაესტროში" თანამშომლების ევაკუაცია განხორციელდა. მიზეზი ბომბის არსებობა გახდა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ხატია ქვათაძემ განუცხადა ამ დროისთვის  ყველა თანამშრომელი ეზოშია შეკრებილი და ელოდებიან გამნაღმველებს. 
,,112"-ის სამსახურში განხორციელდა შეტყობინება ,,მაესტროში" ბომბის არსებობის შესახებ და სამართალდამცავებმა ტელევიზიის დატოვება მოგვთხოვეს. ამ დროისთვის ყველა თანამშრომელი ეზოშია და ველოდებით გამნაღმველებს", _განუცხადა  ,,ჯი-ეიჩ-ენს" ქვათაძემ. 
მისივე განცხადებით, ,,მაესტროს" მაუწყებლობა არ შეუწყვეტია.