"ანტიქრისტეს" ავტორი "მელანქოლიის პლანეტას" გადაიღებს. რეჟისორ ლარს ფონ ტრიერის ახალ კინოპროექტს "მელანქოლიის პლანეტა" ერქმევა. ამის შესახებ თავად რეჟისორმა განაცხადა.
ფილმის ბიუჯეტი 7,4 მილიონი დოლარი იქნება. მოქმედება სხვა პლანეტაზე ხდება, რომელიც ძალიან ჰგავს დედამიწას. ჟანრის მიხედვით, ეს იქნება ფსიქოლოგიური ფილმი-კატასტროფა და მასში საკმაოდ ბევრს სპეცეფექტს გამოიყენებენ.
ფონ ტრიერის თქმით, ფილმი იქნება რომანტიკული, ბაირონის სულისკვეთების და მასში იქნება კინემატოგრაფიული ეფექტები, დაახლოებით ისეთივე ხასიათის, რომელიც რეჟისორმა საკმაოდ გახმაურებულ ფილმ "ანტიქრისტეში" გამოიყენა.
"მელანქოლიის პლანეტის" გადაღება მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება.