სამტრედიის რაიონის სოფელ დიდი ჯიხაიშის პოლიციის განყოფილების თანამშრომელის თვითმკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტიდან აცნობეს.
ცნობისთვის, დღეს სამტრედიის რაიონის სოფელ დიდი ჯიხაიშის პოლიციის განყოფილების თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამტრედიიდან აცნობეს, თვითმკვლელობამდე გარდაცვლილმა კოლეგებს განუცხადა, რომ გადაიღალა და ცოტას დაისვენებდა. იგი პოლიციის ადგილობრივი განყოფილების მოსასვენებელ ოთახში ჩავიდა და ტაბელური იარაღით მოიკლა თავი.
გარდაცვლილის კოლეგები ვერ აკონკრეტებენ რა შეიძლება გამხდარიყო სუიციდის მიზეზი, რადგან მას სამსახურში დღის განმავლობაში და არც წინა დღეებში კონფლიქტი ან რაიმე სახის სხვა უსიამოვნება არ ჰქონია.
აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჩიკვაიძე სამტრედიის პროკურორის ძმაა.