„ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ქუთაისის სასამართლოდან თბილისის საპყრობილეში სპეციალური ბადრაგით წაიყვანეს. პარტიის გენრალური მდივნის მხარდამჭერებმა ის ტაშით გააცილეს.
„ვანო მაგარია", „ვანო ციხეში არ უნდა იჯდეს", „ძირს ბიძინა და მისი ტყუილი დაპირებები", - ამ ფრაზებით გააცილეს პარტიის ასეულობით მხარდამჭერმა ვანო მერაბიშვილი.
„ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, რომელიც წლების განმავლობაში შს მინისტრი იყო ფეხზე დააყენა და შექმნა პოლიციის რეფორმა. სირცხვილია, როცა ბიძინას გუნდი მერაბიშვილს ეუბნება, რომ დამნაშავე ხარ და ციხეში უნდა იჯდეო", - აცხადებს პარტიის აქტივისტი დათო მგელაძე.,
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს, 2012 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ, დასაქმების პროგრამის ფარგლებში ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებს.