ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის, 4 საათიანი, სასამართლო პროცესი მოსამართლემ 19 სექტემბრამდე გადადო.
როგორ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღნიშნული სასამართლო პროცესი პოლიტიკური ფარსი და კოალიცია „ქართული ოცნების" სპექტაკლი იყო.
„4 საათის განმავლობაში ბრალდების მხარე კითხულობდა მათი მოწმეების სახელებსა და გვარებს. 4 საათის შემდეგ კი მოსამართლებ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროცესი ერთი კვირით გადადედო. ეს ყველაფერი კი „ქართული ოცნების" მიერ დადგმული სპექტაკლია, რადგანაც მერაბიშვილის დაკავება მხოლოდ იმიტომ უნდოდათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დაესუსტებინათ. რაც საბედნიეროდ მათ არ გამოუვიდათ"- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს, 2012 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ, დასაქმების პროგრამის ფარგლებში ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებს.
მასალის გამოყენების პირობები