"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის მეუღლის თაკო სალაყაიას განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ მერაბიშვილის საქმის გამოძიების საკითხზე სასამართლო სამართლიანი იქნება.
როგორც სალაყაიამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბიშვილის პროცესზე გამოცხადებული შესვენებისას ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესებულია.
"იმედი მაქვს, რომ სასამართლო იქნება სამართლიანი. ადექვატურად შეაფასებს ყოველივე ამას. იმის იმედი მაქვს, რომ სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს და ვანო დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას. წონაში საგრძნობლად აქვს დაკლებული, ასევე რამდენჯერმე ჰქონდა გულთან და ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემა", - განაცხადა თაკო სალაყაიამ.