ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინების ავტორი დაკავებულია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში განუცხადეს, ცრუ შეტყობინების ავტორის დაკავება ცოტა ხნის წინ მოხდა.
გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-2 განყოფილება აწარმოებს.