ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა.
კინოლოგებმა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე ტელეკომპანიის შენობაში მუშაობა უკვე დაასრულეს.
ამ დროისთვის ტელეკომპანია "რუსთავი 2" ჩვეულ რეჟიმში, შეფერხებების გარეშე განაგრძობს მუშაობას. შენობაში უკვე დაბრუნდნენ არხის თანამშრომლებიც.
ცნობისთვის, დღეს დილით, დაახლოებით 10:30 საათზე 112-ის სამსახურში ანონიმური ზარი შევიდა, რომლის თანახმად, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო, რომელიც ერთ საათში ამოქმედდებოდა.
აღნიშნული შეტყობინების შესვლის შემდეგ, "რუსთავი 2"-ის შენობაში სამართლამდამცველები და კინოლოგები მივიდნენ და თანამშრომელთა სრული ევაკუაცია მოხდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ტელეკომპანიას მაუწყებლობა არ შეუჩერებია და არხის 12:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება "კურიერი" ეთერში ვაჟა ფშაველას გამზირზე მდებარე ძველი სტუდიიდან გავიდა.