"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთში დაიწყება, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი სპეციალური ბადრაგის თანხლებით უკვე მიიყვანეს სასამართლოში, ასევე მეგობრებთან და პარტიულ თანამოაზრეებთან ერთად გამოცხადდა ზურაბ ჭიაბერაშვილიც.
„დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა გვედავება დასაქმების პროგრამის განხორციელებაში, მაშინ როცა დღევანდელი ხელისუფლება თავის დანაპირებს არ ასრულებს და ადამიანებს ყოველდღე სამსახურის გარეშე ტოვებს. ჩვენ დასაქმების პროგრამაზე გვედავებიან, სირცხვილია მერაბიშვილი პოლიტპატიმარი იყოს მე კიდევ პოლიტბრალდებული", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, დასავლეთ საქართველოს საქალაქო პროკურატურა ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს 2012 წლის საპარლამენტო არჩვენების დროს დასაქმების პროგრამის შექმნას და ამომრჩევლის მოსყიდვაში ედევება.