საფრანგეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართველი „კანონიერი ქურდი" რამაზ ჯინჭარაძე დააკავეს. სპეცორაცია, რომელსაც 43 წლის კრიმინალური ავტორიტეტის დაკავება მოჰყვა ქალაქ ლიონში ჩატარდა.
გავრცელებული ინფორმავიით, ჯინჭარაძე ლიონის საავადმყოფოში დააკავეს, სადაც ის სამედიცინო შემოწმებას გადიოდა.
რამაზთან ერთად ასევე დააკავეს მისი თანმხლები სამი პიროვნება, რომლებიც დოკუმენტების შემოწმების შემდეგ გაათავისუფლეს. ჯინჭარაძის დაკავების მოთხოვნა საფრანგეთისათვის იტალიელ სამართლადამცავებს ჰქონდათ გაგზავნილი. ლიონის სააპელაციო სასამართლომ ჯინჭარაძის დაპატიმრებაზე სანქცია გასცა. დაკავებულს, სავარაუდოდუახლოეს მომავალში იტალიელ სამართალდამცავებს გადასცემენ.
რამაზ ჯინჭარაძე - თბილისური ქურდული კლანის ერთ-ერთი გავლენიანი წარმომადგენელია. 2006 წელს ის „ისტორიაში შევიდა" იმით, რომ მან საქართველოში მიიღო პატიმრობის ვადა იმ მუხლით, რომ ქურდულ სამყაროს ეკუთვნოდა. ჯინჭარაძე გასული წლის იანვარში გათავისუფლდა და მან საქართველოს ფარგლები დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები