დედის დღესთან დაკავშირებით, დღეს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ინწკირველი წმინდა ანასა და იოაკიმეს სახელობის სამშობიარო სახლს ეწვია და ახალბედა დედებს დაბადების მოწმობები და საჩუქრები გადასცა.
ამავე აქციაში მონაწილეობდა სამშობიაროს დირექტორთა საბჭოს წევრი ვეფხვია ოდიშარია.
იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის მონაცემების თანახმად, ბოლო წლებში საქართველოში შობადობამ იმატა.
2006 წელს საქართველოში წელს - 45 931 დაბადების პირველად რეგისტრაცია განხორციელდა, 2007 წელს - 48 026, 2008 წელს 57 267 ახალშობილის დაბადება დარეგისტრირდა, ხოლო გასულ წელს - 61 839.
როგორც ნინო ინწკირველმა განაცხადა, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ არ დაარღვია ტრადიცია და დედის დღეს კვლავ ეწვია სამშობიარო სახლს.
მისი თქმით, სასიხარულოა, რომ საქართველოში შობადობის მატების ტენდენციაა და მრავალშვილიანი ოჯახების რიცხვმაც იმატა.
`მე დღევანდელ დღეს ვულოცავ ლამაზად შვილის გამზრდელ ყველა ქალბატონს და ქვეყანას შობადობის მატების ტენდენციის შენარჩუნებას ვუსურვებ,~-განაცხადა ინწკირველმა.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში დაბადების რეგისტრაცია უფასოა.