დღეს, 12 სექტემბერს, 12:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. მერაბიშვილის სასამართლო უკვე ორჯერ გადაიდო. პირველად, ამის მიზეზად ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებების მოსაპოვებლად მეტი დროის მოთხოვნა დასახელდა.
ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა ქუთაისში დაგეგმილ სასამართლო პროცესზე დასწრებას თავად მერაბიშვილი/
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა მისი სურვილია ყველა სასამართლო პროცესს დაესწროს.
,,ვანო მერაბიშვილს როცა შევხვდი მითხრა, რომ მისი სურვილია ყველა სასამართლო პროცესს დაესწროს. ", _განაცხადა ჩივიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი 22 მაისს დააკავეს, თუმცა ჭიაბერაშვილი გირაოთი გაათავისუფლეს. ვანო მერაბიშვილის ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით: თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა, გაფლანგვა და სხვისი საკუთრების მითვისება.ზურაბ ჭიაბერაშვილს კი ბრალი სამი მუხლით აქვს წაყენებული - თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა და გაფლანგვა.