დღეს, 12 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი სიღნაღს ეწვევიან.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილია სიღნაღის ისტორიულ- ეთნოგრაფიული მუზეუმის დათვალიერება და ბოდბის მონასტრის მონახულება.
სამინისტროს დელეგაცია, კულტურისა და ხელოვნების ცენტრში შეხვედრას გამართავს კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან და ამ სფეროში მომუშავე სახელმწიფო მოხელეებსა და პედაგოგებთან.
მასალის გამოყენების პირობები