გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელიც სირიის საკითხს უნდა მიძღვნოდა გადაიდო. სხდომაზე უნდა მომხდარიყო რეზოლუციის განხილვა, რომელიც მიმართული უნდა ყოფილიყო სირიაში ქიმიური მარაგების ლიკვიდაციისაკენ.
როგორც ცნობილი ხდება, ამის სხდომა რუსეთის თხოვნით გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს. ამავე დროს აშშ-ს პრეზიდენტმა სენატს მოუწოდა გადადოს კენჭისყრა სირიის საკითხთან დაკავშირებით, მანამ ვიდრე გაეროს უშიშროების საბჭო ამ საკითხზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
აშშ-მ ასევე ყველა გააფრთხილა იმის შესახებ, რომ რუსული წინადადება სირიის ხელთ არსებული ქიმიური იარღის საერთაშორისო კონტროლ ქვეშ გადაცემასთან დაკავშირებით, არ უნდა გახდეს საბაბი იმისა, რომ მოქმედება დაყოვნდეს ან მასზე საერთოდ ითქვას უარი.
მასალის გამოყენების პირობები