„სარფი"-ს საბაჟო გამშვები პუნქტის კონტროლის ზონაში აზერბაიჯანის მოქალაქე ზამინა ი. შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამსრომლებმა საბაჟო კონტროლის დროს მოქალაქეს, ოქროს არადეკლარირებული ნაკეთობები საერთო წონით 1184,91 გრამი აღმოუჩინეს.
შემდგომი რეაგირებისათვის საქმე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.