6 სექტემბერს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის „ბათუმი"-ს გაფორმების ეკონომიკურ ზონის თანამშრომლებმა სატვირთო ავტომანქანის მისაბმელის უკანა ნაწილის დათვალიერებისას, წებოვანი ლენტით შეკრული შავი ფერის პოლიეთილენის პარკი აღმოაჩინეს. პაკეტი მაგნიტების საშუალებით ავტომანქანის სანომრე ნიშნის უკანა მხარეს იყო მიმაგრებული. ინფორმაცია მიეწოდა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს (112). შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და აჭარის ა.რ. შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, აგრეთვე ექსპერტ-კრიმინალისტები გამოცხადდნენ. პოლიეთილენის პარკში 65 აბი ნარკოტიკული ნივთიერება „სუბუტექსი" იქნა აღმოჩნილი. გამოძიებას აჭარის ა.რ. შს მთავარი სამმართველო აწარმოებს.