11 სექტემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის გენერალური მენეჯერი თამარ ლორთქიფანიძე და კომპანია „კავკასუს ონლაინის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი რუსუდან კაპანაძე დაესწრებიან.