თურქეთის კურორტ დალიანზე დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ენნ ბიური მოკლეს. დაშავდა ასევე მიდი ორი ნათესავი. ინფორმავიას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
56 წლის ინგლისელი ქალი, რომელიც იორკშირიდან იყო, უცნობი მამაკაცის მიერ გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა სახლის მაღში რომელიც მას იჯარით ჰქონდა აღებული.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისი ორი ნათესავი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ მათ 46 წლის ეჭვმიტანილი დააკავეს და რომ ის მალე სასამართლოს წინაშე წარსდგება.
დანაშაულის მოტივები ჯერ ჯერობით უცნობია.