ადიგენის მუნიციპალტიტეტის სოფელ ენთელში 68 წლის მამაკაცი სანადირო თოფით მოკლეს, შემდეგ კი ყელი გამოჭრეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში განუცხადეს, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
სამინისტროს ინფორმაციით, უკვე ცნობილია დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის ვინაობაც და მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 68 წლის მამაკაცი მეტყევედ მუშაობდა და მისი სასიკვდილოდ დაჭრა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ტყეში მოხდა.
მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.