მოსკოვის საქალაქო სასამართლომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების დროს ვლადიმერ პუტინზე თავდასხმაში ბრალდებულ ილია პიანზინს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით მიუსაჯა.
პროკურატურა პიანზინისათვის 15 წლიან სასჯელს მოითხოვდა. გავრცელებული ინფორმაციით, განსასჯელი გამოძიებასთან თანამშრომლობდა და სასჯელის შემსუბუქების იმედი ჰქონდა.
თავდასხმა თითქოს უნდა მომხდარიყო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალევე 2012 წლის მარტში. ბოროტმოქმედები პუტინის მარშრუტზე დანაღმული ავტომობილის აფეთქებას გეგმავდდნენ.
ამ ჯგუფის კიდევ ერთი წევრი ადამ ოსმაევი უკრაინაში იმყოფება და მის საქმეს ოდესის პრიმორიეს რაიონული სასამართლო იხილავს.
მასალის გამოყენების პირობები