,,ერთთიანი ნაციონალური მოძრაობა" ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს" კანონით გათვალისწინებული ნორმების დაცვისკენ მოუწოდებს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთვაზობთ: ,,2013 წლის 7 სექტემბერს "ერთიანმა ნაცონალურმა მოძრაობამ" მიმართა მაუწყებლებს, რათა მის მიერ კანონით გათვალისწინებული, წინასაარჩევნო უფასო რეკლამა განთავსებულიყო პოლიტიკური პარტიისათვის განკუთვნილ დროში და მიაწოდა რამდენიმე სახის სარეკლამო რგოლი. მათ შორის, სარეკლამო რგოლი, რომლის შინაარსშიც, ასახული იყო კოალცია "ქართული ოცნების" შეუსრულებელი დაპირებები.
მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ბატონი თ. ტყემალაძის ხელმოწერით, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" შემოვიდა წერილი, რომელშიც მაუწყებელი უარს აცხადებს ზემოაღნიშნული სარეკლამო რგოლების განთავსებაზე და ამას პოლიტიკური რეკლამის შეუსაბამობით ხსნის.
ვაცხადებთ, რომ ჩვენ მიერ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აღნიშული გადაწყვეტილება, აღიქმება როგორც ხელისუფლების მხრიდან მასზე განხორციელებული ზეწოლის გაგრძელება, რისი გამომხატველიც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრონლის უხეში ჩარევა მაუწებლის საქმიანობაში. გარდა ამისა, ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნული უარი ხელს უშლის ",ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო კამპანიის ნორმალურად წარმართვას და არ შეესაბამება, დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ძირითად პრინციპებს.
მოვუწოდებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას, გადახედოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, იმოქმედოს კანონის მოთხოვნების მიხედვით და არ ჩაერთოს ხელისუფლების პოლიტიკურ მანიპულაციებში", _ნათქვამია პარტიის განცხადებაში.