სააპელაციო სასამართლომ ,,საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარის სალომე სალომე ზურაბიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა და თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
როგორც მოსამართლემ სასამართლო პროცესზე განმარტა სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოაა და იგი გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მისივე განმარტებით, თუ პირს არ შეუძლია იყოს პრეზიდენტი, ის ვერც საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ცესკო-ს ის გადაწყვეტილება გაასაჩივრა რომლის თანახმად, მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცა.