რუსეთის წინადადება სირიაში ქიმიური იარაღის საერთაშორისო კონტროლის ქვეშ გადაცემის შესახებ პოზიტიურია, მაგრამ ის არ აკმაყოფილებს არც თურქეთს და არც საერთაშორისო საზოგადოებას. განცხადება ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ გააკეთა.
მისივე თქმით, ამ დრომდე „ასადის გუნდმა საზღვარი არ იცოდა" და „თქვა - მოდი ჩვენ ახლა ამას გავაკეთებთ და თქვენ ჩვენ არ დაგვსაჯოთ ნიშნავს, რომ მიიღო დანაშაული", _ განაცხადა მინისტრმა.
„ჩვენი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ მსოფლიო მასობრივი განადგურების ნებისნიერი იარაღიდან გავწმინდოთ. მაგრამ მოცემულ სიტუაციაში საუბარი მიდის დანაშაულზე. დაღუპულია 1,7 ათასი ადამიანი, ხოლო თუ ასეთი მასობრივი მკვლელობა ჩადენილია საერთაშორისო სამართალი უნდა ჩაერიოს და დასაჯოს. სირიის რეჟიმი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას", _ განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები