44 ადამიანი დაიღუპა ირანში ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად. ამას გარდა, კატასტროფის შედეგად დაშავებულია 40 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ავარიის მიზეზი გახდა ის, რომ ერთ ერთი ავტობუსის მძღოლმა, მას შემდეგ რაც მის ავტობუსს საბურავი გაუსკდა მართვა დაკარგა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ ავტობუსს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ორივე ავტომობილი აალდა.
მასალის გამოყენების პირობები