15 სექტემბერს, 19:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში საკონცერტო სეზონს ალექსი მაჭავარიანის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გახსნის.
კონცერტში მონაწილეობს: თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი "საქართველოს სიმფონიეტა" დირიჟორი- ვახტანგ მაჭავარიანი, სოლისტები: თათია ჯიბლაძე (მეცო-სოპრანო), სოფო გორდელაძე (სოპრანო).
პროგრამაშია: სამი გოგონას ცეკვა ბალეტიდან "ოტელო"; 6 სიმღერა (გ.ტაბიძის და ა.მაჭავარიანის სიტყვებძე); 6 სიმღერა (ნ. ბარათაშვილის სიტყვებზე) და სიმფონია #4 "ახალგაზრდული".
გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორი ალექსი მაჭავარიანი დაიბადა 1913 წელს. მას შექმნილი აქვს საფორტეპიანო და სავიოლინო კონცერტები, ბალეტები, ოპერები, ვოკალურ-სიმფონიური ციკლი, რომანსები, საფორტეპიანო ბალადა, პიესები, საგუნდო მუსიკის მრავალი ნიმუში, მუსიკა კინოფილმებისა და თეატრალური სპექტაკლებისათვის, კრებული გუნდისა და ორკესტრისათვის, 7 სიმფონია, 6 სიმებიანი კვარტეტი. დაჯილდოებული იყო სახელმწიფო და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიით, იტალიის ხელოვნების გალერეის, "ბრაიდენზის" ოქროს მედლით "ოტელოს" მუსიკისათვის-1974 წელს, პიკასოს სახელობის პრემიით "ვეფხისტყაოსნის დადგმისათვის (აშშ, 1988წ). ალექსი მაჭავარიანი გარდაიცვალა 1995 წელს დაკრძალულია თბილისის დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
მასალის გამოყენების პირობები