თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 162-ე თეატრალური სეზონი ტრადიციულად ზაქარია ფალიაშვილის ოპერით "აბესალომ და ეთერი" გაიხსნება
16 სექტემბერს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 162-ე თეატრალური სეზონი ტრადიციულად ზაქარია ფალიაშვილის ოპერით "აბესალომ და ეთერი" გაიხსნება.
ოპერა ოთხ მოქმედებად იქნება წარმოდგენილი. მონაწილეობენ: ხათუნა ჭოხონელიძე, სულხან გველესიანი, მარიკა მაჩიტიძე და სხვები. დირიჟორი-რევაზ ტაკიძე.
ზაქარია ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერი" პრემიერა 1919 წლის 21 თებერვალს შედგა. ოპერისა და ბალეტის თეატრია 162-ე სეზონი კი გაიხსნება 1986 წლის დადგმით (დირიჟორი-ჯანსუღ კახიძე, რეჟისორი- მიხეილ თუმანიშვილი, მხატვარი- გიორგი ალექსი-მესხიშვილი, ქორეოგრაფი- თენგიზ სუხიშვილი).
მასალის გამოყენების პირობები