გენადი ონიშჩენკომ შესაძლოა რუსეთში მოლდავური ღვინოების იმპორტი აკრძალოს. ამჟამად მოლდავეთში წარმოებული ღვინის ყოველი მესამე ბოთლის ექსპორტი რუსეთში ხდება. „როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელის საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
„არ გამოვრიცხავ, რომ სამშაბათს ჩვენ მოწოდებების შეჩერების შესახებ განცხადება გავაკეთოთ", _ აცხადებს ონიშჩენკო.
მისივე თქმით, მისმა უწყებამ მოლდავური ღვინის რამდენიმე პარტიაში მავნე შენარევები აღმოაჩინა. თავად მოლდაველი მწარმოებლები აცხადებენ, რომ მათი ღვინისათვის პრეტენზიების წარმოსადგენად არავითარ საფუძველი არ არსებობს და რუსი პარტნიორების მიერ წამოყენებული ბრალდებები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.
მასალის გამოყენების პირობები