დღეს უწყებათშორის სწავლება „დიდგორი 2013" დასრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში სერტიფიკატების გადაცემის და დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.
სწავლებაში მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა წარმომადგენელს სერტიფიკატები გადაეცათ. ხოლო შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სამმართველოს სამმა თანამშრომელმა, წარმატებული საქმიანობისთვის სერთიფიკატებთან ერთად სპეციალური ჯილდოებიც მიიღეს.
„დიდგორი 2013" საქართველოში პირველი სამხედრო-სამოქალაქო უწყებათაშორისი სწავლება იყო, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად იყვნენ ჩართულნი.
სწავლების მიზანი კრიზისული და საომარი სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის კოორდინაცია იყო. „დიდგორი 2013" მიმდინარეობისას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტს და საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარ სამმართველოს ეკავა.