დღეს, სააპელაციო სასამართლო ,,საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარის სალომე ზურაბიშვილის სარჩელს განიხილავს. პროცესი 15:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს რომლის თანახმად, მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცა. ზურაბიშვილის სარჩელი საქალაქო სასამართლომ უკვე განიხილა, რომელმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.