რუსეთის ფედერაციის წინადადება - სირიის ქიმიური იარაღის საერთაშორისო კონტროლქვეშ გადაცემა - შესაძლოა, სირიის კონფლიქტის გადაწყვეტაში „პოტენციალური გარღვევა" გახდეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამა განაცხადა.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში აშშ-მა შესაძლოა, სირიაზე დარტყმა გადადონ. ამავე დროს აშშ-ის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა, რომ სირიის ხელისუფლება ამ ღონისძიებას დათანხმდება.
პრეზიდენტმა ასევე აღიარა, რომ მან შესაძლოა, სირიაზე დარტყმისათვის კონგრესის მხარდაჭერა ვერ მოიპოვოს.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა მოუწოდა სირიას ქიმიური იარაღი საერთაშორისო კონტროლს დაუქვემდებაროს და გაანადგუროს, თუ ამის შედეგად თავიდან იქნება აცილებული საერთაშორისო იერიში ქვეყანაზე.
აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მინმა და სირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალიდ მუალმა.