ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკაში ბევრ დადებით ძვრას ელოდება. ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ეს იქნება სერიოზული ბიძგი და სტიმული იმისა, რომ ინვესტორებს ხელი შეეწყობათ, რომ ევროპულ ბაზრებზე უფრო თავისუფლად გასვლა მოახერხონ.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მცირე ეკონომიკა ევროპის ეკონომიკის ნაწილი გახდეს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოში იმწამსვე ძალიან ბევრი უპირატესობები გაჩნდება და ძალიან ბევრი ევროპელი ინვესტორი საქართველოში გახსნის საწარმოებს, რათა შედარებით იაფად აწარმოოს საქართველოში პროდუქცია და შეიტანოს ევროპაში"- აცხადებს ნოდარ ხადური.
მასალის გამოყენების პირობები