/ბრიუსელი. გიორგი ფოფხაძე/. ბელგიური პრესის ცნობით სირიელმა ამბოხებულებმა წუხელ ღამით გაათავისუფლეს მათ მიერ დატყვევებული ბელგიის მოქალაქე პიერ პიჩინინ და პრატა და იტალიელი ჟურნალისტი, გაზეთ "სტამპას" კორესპონდენტი დომინიკო კუირიკო.
მძევლები გათავისუფლებულები იქნენ მას შემდეგ რაც ბელგიის საგარეო საქმეთა უწყება იტალიელ კოლეგებთან ერთად მოლაპარაკებებს აწარმოებდა სირიელ აჯანყებულებთან და როგორც ბელგიური პრესა აღნიშნავს მძევლების გასათავისუფლებისათვის ბელგიის და იტალიის მთავრობებმა გამოსასყიდი გადაიხადეს.