ხვალ, 10 სექტემბერს, 18:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მიხეილ მჭედლიშვილის ნაქარგი ხატების გამოფენა "ნათელი სოფლისა" გაიხსნება.
ექსპოზიციაზე მხატვარ-გრავიურისტის მიერ შესრულებული 43 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
მიხეილ მჭედლიშვილის ნამუშევრები ერთი შეხედვით დაფაზე დაწერილ ხატებს ჰგავს, თუმცა საღებავების ნაცვლად ავტორი იყენებს აბრეშუმს, როგორც ძირითად მასალას, რაც დამატებით ამდიდრებს ნამუშევრებს ფერებით.
მიხეილ მჭედლიშვილის ნამუშევრები დაცულია როგორც საქართველოს აგრეთვე საზღვარგარეთის კერძო კოლექციებში. იგი არის არაერთი ჯილდოს მფლობელი.
გამოფენა შ.ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში 3 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები