13 სექტემბერს, გალერეაში „ვანდა" თანამედროვე უკრაინული ხელოვნების გამოფენა გაიხსნება.
ჯგუფურ გამოფენაში „კიევი-თბილისი-ტრანზიტი" მონაწილეობას იღებენ კირილე პროცენკო, ალექსანდრე ვერესჩაკი და ინარა ბაგიროვა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გალერეა "ვანდას" დირექტორმა ვანდა მუჯირმა განუცხადა, "გამოფენაზე ახალგაზრდა თანამედროვე უკრაინელი მხატვრების მიერ წარმოდგენილი იქნება სახვითი ხელოვნების რამდენიმე მიმართულება - ფერწერა, გრაფიკა, მედია-არტი და საავტორო ტექნიკა - გამოწვა. გამოფენას მუსიკალურად გააფორმებს ცნობილი კიეველი მუსიკოსი და დიჯეი - Dj Mishukoff. "
მხატვრებს მიღებული აქვთ მონაწილეობა საფრანგეთის, გერმანიის, ბრიტანეთის, პოლონეთის, ა.შ.შ.-ს და სხვა წარმატებულ არტ-პროექტებსა და გამოფენებში. კონსტანტინე მიშუკოვი კი 1995 წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებს უკრაინული ელექტრონული მუსიკის განვითარებაში.
"გამოფენით „კიევი-თბილისი-ტრანზიტი" გალერეა „ვანდა" იწყებს პროექტს, რომლის მიზანია გააცნოს ქართულ და უკრაინულ აუდიტორიას ორი ქვეყნის თანამედროვე სახვითი ხელოვნება"-განახცადა ვანდა მუჯირმა.
გამოფენის მხარდამჭერია: საქართველოს საელჩო უკრაინაში; უკრაინის საელჩო საქართველოში; ასოციაცია МОСТ უკრაინა-საფრანგეთი (ქ.სტრასბურგი) და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა.
გამოფენის სპონსორია ავიაკომპანია UIA (Ukraine International Airlines).
გამოფენა გალერეა "ვანდაში" 23 სექტემბრამდე გასტანს.
მასალის გამოყენების პირობები