,,სარფი,,-ს კონტროლის ზონაში თურქეთიდან საქართველოს მოქალაქე მალხაზ დ. Semovida. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელებული, საბაჟო კონტროლის შედეგად მოქალაქეს არადეკლარირებული საქონელი, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები საერთო წონით დაახლოებით 232 გ. მათ შორის: თეთრი ოქროს კოლიე ბრილიანტის თვლებით 28,77 გრ(ცალი1), ოქროს ჯვარი 37,56 გრ(ცალი35), ოქროს საყურე 34,89 გრ(ცალი18), ოქროს ბეჭედი 19,16 გრ(ცალი9), ოქროს ძეწკვი 24,5 გრ(ცალი25), ასევე ვერცხლის სამაჯური 87,17 გრ(ცალი 15) აღმოაჩნდა.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, არადეკლარირებული ტვირთის საერთო ღირებულებამ 8770,3773 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მალხაზ დ-ს შეეფარდა სანქცია 8770 ლარი.
მასალის გამოყენების პირობები