საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებულ საცავში აღმოჩენილი მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ხასიათის ფარული ჩანაწერები 5 სექტემბერს 15:00 საათზე განადგურდება.
ფარული ჩანაწერების ინტიმური ხასიათის ნაწილის განადგურების გადაწყვეტილებას მხარი ფარული ჩანაწერების განადგურების საკითხზე მომუშავე სპეციალური 9 კაციანი კომისიის 8 წევრმა დაუჭირა მხარი, 1-მა - კახა კახიშვილმა კი, განაცხადა, რომ აღნიშნული ვიდეოფირების დამკვეთის გამოვლენამდე მისი განადგრება არ უნდა მოხდეს.
უკვე ცნობილია, რომ ინტიმური ხასიათის ფარული ჩანაწერების განადგურების პროცესს მედიასაშაულებების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
ამასთან, 5 სექტემბერს, 15:00 საათზე ინტიმური ხასიათის ფარულ ვიდეოჩანაწერებთან ერთად, შსს-ში აღმოჩენილი მსგავსი ტიპის ფოტომასალაც განადგურდება.