ირანის ექს-პრეზიდენტი აკბარ ხაშემი რაფსანჯანის განცხადებით, მას სჯერა, რომ სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს შეეძლო გაეცა სანქცია, ქიმიური იარაღის საკუთარი მოქალაქების წინაღმდეგ გამოყენებაზე.
რაც შეხება ირანის ოფიციალურ ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ განაცხადეს, რომ სირიაში ქიმიური იარაღი ამბოხებულებმა გამოიყენეს.
ბი-ბი-სის ინფორმაცით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანელი პოლიტიკოსების მოსაზრებები, სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გაიყო.