ბრიუსელი. გიორგი ფოფხაძე. ნატო მიიღებს გადაწყვეტილებას სირიასთან დაკავშირებით მხოლოდ მას შემდეგ რაც გაიმართება კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან, საერთაშორისო საზოგადოებასთან, ევროკავშირის და ნატოს ქვეყნების წარმომადგენლებთან. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსმენმა ამ წუთებში ბრიუსელში მიმდინარე პრეკონფერენციაზე განაცხადა.
გენერალური მდივნის თქმით, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე რეაგირება უნდა მოვახდეს, რადგან ოცდამეერთე საუკუნეში ქიმიური იარაღის გამოყენება ყოვლად დაუშვებელია.
მისვე თქმით, მან კონსულტაციები გამართა ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან.
„მე შევხვდი ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს და ვთხოვე რომ, სირიაში მშვიდობის დამყარება აუცილებელია ევროპისათვის პირველ რიგში, - განაცხადა რასმუსენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ სირია თურქეთის წინააღმდეგ დაიწყებს საომარ მოქმედებებს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ნატოს ცნობილი მეხუთე მუხლი ავტომატურად ამოქმედდება.
რასმუსენმა აღნიშნა, რომ თურქეთში გაძლიერდება ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარების მზადყოფნა, რათა დაცული იყოს თურქეთის მოსახლეობა მოსალოდნელი ექსცესებისაგან